შსს-მ უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომის და ადიგენის რაიონების ტერიტორიაზე ოცამდე უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

შსს-ს ინფორმაციით, ასევე გამოვლენილია დიდი ოდენობით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-ტყის უკანონო გადამუშავების ფაქტები. აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის და ადმინისტრაციული გადაცდომის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, მათზე ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ზომები.