"თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" საერთაშორისო სატრანსპორტო პრემია გადაეცა

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" საერთაშორისო სატრანსპორტო პრემია Golden Chariot გადაეცა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სატრანსპორტო პრემიას აწესებს არაკომერციული საერთაშორისო ფონდი, რომელშიც გაწევრიანებული არიან ტრანსპორტის სფეროში მომუშავე მსხვილი ორგანიზაციები - მუნიციპალური ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი (UITP), რკინიგზის თანამშრომლობის გაერთიანება (OSJD), საერთაშორისო ექსპედიტორული ფედერაცია (FIATA), რკინიგზის საერთაშორისო კავშირი (UIC) და სხვა.

"პრემია Golden Chariot-ის ლაურიატებს განსაზღვრავს ორგანიზაციის პრეზიდიუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი ევა მოლნარი, რომელიც ამავე დროს არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომიტეტის, ტრანსპორტის განყოფილების დირექტორი (UNECE). პრემია ყოველწლიურად გადაეცემათ იმ კომპანიებს, რომლებიც წარმატებით მუშაობენ ტრანსპორტის მომსახურების სფეროში.

2014 წლის 23-26 სექტემბერს ქ. ბერლინში ტრანსპორტის ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე (Innotrans) გაიმართა პრემიების ლაურიატების დაჯილდოვება, სადაც მიწვეული იყო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობაც. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, კომპანიის წარმომადგენლებმა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ბერლინში გამგზავრება. ამიტომ ფონდის პრეზიდიუმმა თბილისში გამოაგზავნეს წარმომადგენლები, რომლებმაც 25 ოქტომბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ალექსანდრე ჯაფარიძეს გადაცეს პრემია Golden Chariot", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ასევე დაიგეგმა შემდეგი თანამშრომლობის პერსპექტივები.