კახეთში ჩოგბურთის ტურნირის „ლოპოტას თასი - 2014“ ფინალი დასრულდა

კახეთში ჩოგბურთის ტურნირის „ლოპოტას თასი - 2014“ ფინალი დასრულდა

“ლოპოტას თასი 2014”-ის ფინალში ქალ და ვაჟ ჩოგბურთელთა დუელები გულშემატკივრების ემოციების ფონზე დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ: ქალთა შორის წარმატება კომპანია “სარაჯიშვილის” სახელით, სოფო ხერხეულიძემ, ხოლო მამაკაცებში კომპანია “ისთერნფრომოუშენის” სახელით, გიორგი კერესელიძემ მოიპოვა.

ტურნირში I, II და III ადგილების მფლობელებს მედლები და სოლიდური ფულადი ჯილდოები, ხოლო სხვა მონაწილეებს სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ. ტურნირის საპრიზო ფონდმა 20 000 ლარი შეადგინა.

ჩოგბურთის ტურნირი 26 ოქტომბერს, “ლოპოტა რეზორტზე” წვეულებით და ჯაზ-ბენდის აკომპანიმენტით დაიხურა. ღონისძიება “საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციისა” და სასტუმრო-კომპლექს “ლოპოტა რეზორტის” ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდა და მასში მხოლოდ მოყვარული ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ. “ლოპოტას თასი 2014”-ის გენერალური სპონსორები კომპანია ”სარაჯიშვილი” და ”სილქნეტი” არიან.

აღსანიშნავია, რომ “ლოპოტას თასი 2015”-ისთვის მზადება უკვე დაწყებულია, რომელსაც შესაძლოა, სტუმრის სტატუსით ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაესწროს.