კახეთში ატო­მუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ქვევ­რის ღვი­ნის­თ­ვის გამოიყენეს

ყვა­რელ­ში "ცი­ვი ომის" დროს ატო­მუ­რი და­ბომ­ბ­ვის­გან თავ­შე­საფ­რად აგე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო გვი­რა­ბი დღეს კა­ხე­თის სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­ე­ბის, მათ შო­რის ქვევ­რის ღვი­ნო­ე­ბის შე­სა­ნა­ხად გა­და­იქ­ცა.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის შუ­ა­ხა­ნებ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში "ცი­ვი ომი" ძა­ლას იკ­რებ­და და ორი ზე­სა­ხელ­მ­წი­ფო - აშშ და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი გა­მა­ლე­ბუ­ლი აწყობ­და ატომურ ბომ­ბებს, სა­ჭი­რო გახ­და ისე­თი მი­წის­ქ­ვე­შა თავ­შე­საფ­რე­ბის მოწყო­ბა, რომ­ლე­ბიც ატო­მურ აფეთ­ქე­ბა­საც გა­უძ­ლებ­დ­ნენ. ამე­რი­კა­ში შეძ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მი­წის­ქ­ვე­შა ატო­მურ თავშესაფრებსაც კი აწყობ­დ­ნენ საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ქვეშ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ეს წარმო­უდ­გე­ნელი გახ­ლ­დათ, თუმ­ცა აქაც ითხ­რე­ბო­და კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის თავშესაფრე­ბი. ერთ-ერ­თი ასე­თი ატო­მუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ყვარ­ლის რა­ი­ონ­ში, კავ­კა­სი­ო­ნის კლდის მასივშიც გა­მო­იკ­ვე­თა XX სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის ბო­ლოს.

ყვარ­ლის ატო­მუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი წარ­მო­ად­გენ­და 500-მეტ­რი­ა­ნი ორი მთა­ვა­რი და 13 მათთან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გვი­რა­ბე­ბის კომ­პ­ლექსს, რო­მელ­თა სა­ერ­თო სიგ­რ­ძე 7,7 კმ-ს შეად­გენ­და.

1962 წლის­თ­ვის ყვარ­ლის ატო­მურ­მა თავ­შე­სა­ფარ­მა პირ­ვან­დე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და­კარ­გა (შე­იძ­ლე­ბა იმი­ტო­მაც, რომ მთლად ვერ პა­სუ­ხობ­და ატო­მუ­რი და­ბომ­ბ­ვის­გან თავდასაცავად სა­ჭი­რო უსაფ­რ­თხო­ე­ბის მოთხოვ­ნებს), სა­მა­გი­ე­როდ, კა­ხე­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბის დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბის სა­გა­ნი გახ­და.

საქ­მე ის არის, რომ გვი­რაბ­ში წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს ბუ­ნებ­რი­ვი ტემ­პე­რა­ტუ­რა 12-14 გრა­დუ­სია, რაც მეღ­ვი­ნე­ე­ბის მტკი­ცე­ბით იდე­ა­ლუ­რი პი­რო­ბაა ღვი­ნის შე­ნახ­ვი­სა და დაძ­ვე­ლე­ბის­თ­ვის.

თე­ბერ­ვ­ლის ბო­ლოს კი ყვარ­ლის გვი­რაბ­მა კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქ­ცია შე­ი­ძი­ნა, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია UNESCO-მ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სოფლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­სა და "მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხარე­ბას" ორ­გა­ნი­ზე­ბით ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის მე­თო­დი არა­მა­ტე­რი­ა­ლურ კულტურულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბად აღი­ა­რა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში შე­ი­ტა­ნა.

ყვარ­ლის გვი­რაბ­ში, რო­მე­ლიც სა­ბედ­ნი­ე­როდ არ გა­მო­ი­ცა­და ატო­მუ­რი აფეთ­ქე­ბის­გან თავდა­სა­ცა­ვად, კა­ხუ­რი ბოთ­ლის ღვი­ნი­ს (დღეს იქ "მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას" 25 ათა­სამ­დე ბოთ­ლი ღვი­ნო ინა­ხე­ბა) შე­სა­ნა­ხად და ქვევ­რის ღვი­ნის ასა­ღორ­ძი­ნე­ბელ თავ­შე­საფ­რად გადა­იქ­ცა.

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი, აპრილის ნომერი