Royal Dutch Shell-ის სუფთა მოგება 2%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ანგლო-ჰოლანდიური კომპანია Royal Dutch Shell-ის სუფთა მოგება 2%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 14,279 მილიარდი დოლარი.

ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის სუფთა მოგებამ შეადგინა 4,463 მილიარდი დოლარი, რაც 5%-ით ნაკლებია 2013 წლის III კვარტლის შედეგებთან შედარებით. ერთი ჩვეულებრივი აქციის გაანგარიშებით, კომპანიის სუფთა მოგებამ 9 თვის განმავლობაში შეადგინა 2,26 დოლარი, ხოლო კვარტლის განმავლობაში - 0,7 დოლარი.

Royal Dutch Shell-ის შემოსავალი წლის პირველ ნახევარში შემცირდა 3,9%-ით 328,73 მლრდ დოლარამდე, კვარტალურმა მაჩვენებელმა შეადგინა 107,85 მლრდ დოლარი. კაპიტალდაბანდების სუფთა ოდენობამ მეორე კვარტალში შეადგინა 4,8 მლრდ დოლარი.

Royal Dutch Shell არის ბრიტანულ-ნიდერლანდური ნავთობისა და გაზის კომპანია, რომელიც დაკავებულია ნედლეულის მოპოვებითა და გადამუშავებით მსოფლიოს 40 ქვეყანაში.

წყარო: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი