Leavingstone-ის პარტნიორი კომპანიების მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლები Google-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან

ქართული ციფრული სააგენტო Leavingstone-ის ორგანიზებით, დღეს, თბილისში, Leavingstone-ის პარტნიორი კომპანიების მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლები Google-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრა სასტუმრო "რედისონში", 14:00 საათზე დაიწყება. ქართული კომპანიების წარმომადგენლებს Google-ის ექაუნთ სტრატეგისტი, მეთიუ საზერნი და უფროსი ექაუნთ სტრატეგისტი, ჯეი პატელი Google-ის ციფრულ სარეკლამო სერვისებს გააცნობენ.

პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" #6 შეხვედრების ოთახში ჩატარდება. ერთსაათიანი პრეზენტაციის შემდეგ, დაახლოებით 15:00 საათისთვის, სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, Google-ის წარმომადგენლებს გაესაუბრონ და შეკითხვები დაუსვან.

ციფრული სააგენტო Leavingstone ცოტა ხნის წინ, ამიერკავკასიაში Google-ის ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი გახდა. კომპანია 2010 წელს დაფუძნდა. მისი საქმიანობის სფერო სოციალური მედია კომპანიები და ვებ და მობილ დეველოპმენტია.