Fitch-მა საპარტნიორო ფონდს პროგნოზი გაუუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საპარტნიორო ფონდს პროგნოზი გაუუმჯობესა და იგი სტაბილურიდან პოზიტივამდე გაუზარდა.

ფონდის ინფორმაციით, სააგენტომ საქართველოს საპარტნიორო ფონდის რეიტინგი 23 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სააგენტოს გაუმჯობესებული რეიტინგით ფონდის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი BB-ია; გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტის რეიტინგი BB-; მოკლევადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი B; ხოლო პროგნოზი - Positive.

"სააგენტო წერს, რომ ფონდი ფლობს "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის", და ნაწილობრივ "თელასის” აქციებს. ფონდის მიზანია კერძო ინვესტიციებისთვის ხელის შეწყობა ეკონომიკურად მომგებიან პროექტებში. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ კერძო სექტორი განვითარების სტადიაშია და ფონდის სამიზნეა - უძრავი ქონების, ენერგეტიკის, წარმოების თუ სოფლის მეურნეობის სექტორები. სააგენტო აღნიშნავს, რომ ფონდს სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. Fitch-ი აღნიშნავს, რომ მთავრობამ წლის დასაწყისში დაანონსებულ გეგმებზე საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის და საფინანსო კორპორაციის შექმნის შესახებ გადაიფიქრა", - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.