ინოვაციური ბარი, სადაც ლუდს თავად ჩამოისხამთ

ყოველ მაგიდაზე დამონტაჟებულია ლუდის ჩამოსასხმელი ონკანი თავისი მრიცხველით

თბილისში გაიხსნა ახალი ლუდის ბარი – IRISH PUB GALWAY- რომელიც მდებარეობს ყაზბეგის გამზ. 2-ში. ბარში დანერგილია მომსახურების ახალი ტექნოლოგია - კერძოდ, ყოველ მაგიდაზე დამონტაჟებულია ლუდის ჩამოსასხმელი ონკანი თავისი მრიცხველით.

როგორც ბარში ამბობენ, მომხმარებელს თავად შეუძლია ჩამოისხას ლუდი ნებისმიერი რაოდენობის და გადაიხადოს მრიცხველის მიხედვით. გარდა ამისა, დარბაზში დამონტაჟებული ტელევიზორები მოგცემთ შესაძლებლობას, უყუროთ ნებისმიერ სპორტულ გადაცემას, სასიამოვნო და მყუდრო გარემოში.