ყველაზე ”უხუცესი”  მონოპოლია შეიძლება დაიშალოს

ჩინეთი გეგმავს, გააუქმოს სახელმწიფო მონოპოლია მარილის წარმოება-გაყიდვაზე, რომელიც მოქმედებს ჩვ. წ. აღ-მდე მე-7 საუკუნიდან.

როგორც "ფაინენშელ თაიმსი" წერს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამოწვეულია ჩინეთის მთავრობის მიერ საბაზრო რეფორმების განხორციელებით. სუფრის მარილის გაყიდვა ჩინეთში ჯერჯერობით მხოლოდ სახელმწიფო კომპანიას "ჩაინა სოლთს" შეუძლია, თუმცა 2017 წლიდან ჩინეთი გეგმავს, გასცეს ლიცენზია ყველა მსურველზე, ვისაც სუფრის მარილის წარმოება-რეალიზაციის სურვილი ექნება.