მესტიის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

მესტიის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 4 უკანონო, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობითი დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ, მესტიის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გამოვლენილი იქნა 4 უკანონო, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სახერხის ტერიტორიაზე განთავსებული უკანონო მორები. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა", - აცხადებს უწყების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე.

მისივე განმარტებით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.