სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა

სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა.

ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ ჟურნალისტებს განუცხადა. "ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და დისპეტჩერიზაცია სახელმწიფოს კუთვნილებაში დარჩება, დანარჩენი ნაწილი რუსულ კომპანიებს გადაეცემა. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ იმ სტრუქტურის ძიებას, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს", - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა.

ბესლან ბუთბას თქმით, აფხაზურ მხარეს უკვე აქვს რამდენიმე წინადადება რუსული კომპანიებისგან. ჟურნალისტებთან საუბრისას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა აფხაზეთის სატრანზიტო რესპუბლიკად გარდაქმნისა და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის სურვილი სომხეთსა და რუსეთში.