"გალფში" საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები კიდევ 8-10 თეთრით შემცირდა

კომპანია "გალფში" დღეიდან საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები კიდევ 8-10 თეთრით შემცირდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "გალფში" საწვავზე ფასები დღეს დილას რეკორდულ მინიმუმამდე დავიდა. "გალფის" ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვიდან მოყოლებული, ფასის კლების ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა.

ბოლო თვეების მანძილზე "გალფის" ქსელში საწვავი 22-28 თეთრით გაიაფდა. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა. "მნიშვნელოვანია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მსგავსი ფასები საქართველოში ბოლო 5 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა. ასევე აღსანიშნავია, რომ "გალფის" ქსელში საწვავზე ფასების კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება.

კომპანია "გალფი" დამატებით ფასდაკლებას სთავაზობს Gulf Club-ის წევრებს რომლებიც G-Force-ის საწვავის შეძენისას დამატებით - 4 თეთრს ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო სხვა დანარჩენ საწვავზე - 2 თეთრ ფასდაკლებას", - აცხადებენ "გალფში". მათივე ინფორმაციით, აღნიშნული აქციის ფარგლებში თითოეული კლუბის წევრი გაორმაგებულ ქულებს მიიღებს.