კახა კალაძე: ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ "როსნეფტთან" დაკავშირებული ტრანზაქციები ჩავშალოთ

ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ "როსნეფტთან" დაკავშირებული ტრანზაქციები ჩავშალოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.

კალაძის განმარტებით, მისთვის დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ "როსნეფტმა" "პეტროკასის" გარკვეული წილი იყიდა. "რაც შეეხება თავად "გალფს", ყველასთვის ცნობილია, რომ ის ასოცირდებოდა კეზერაშვილთან, რომელიც სააკაშვილის პირადი ბიზნესმენი იყო და მის პირად აქტივებს მართავდა. დავით იაკობაშვილი მხოლოდ ფიქტიური წარმომადგენელი იყო ამ კომპანიის, რომლის მეშვეობითაც, როგორც ცნობილი გახდა, მოხდა წილობრივი გასხვისება ტერმინალისა და ბენზინგასამართი სადგურების. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ რაიმენაირად შევაფერხოთ ან ჩავშალოთ ეს ტრანზაქცია, რადგან ამის განხორციელება ოფშორულ ზონაში მოხდა", - განაცხადა კახა კალაძემ.