გარდაბანში 30 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

გარდაბანში იაღლუჯას მთაზე ტურისტული კომპლექსი აშენდება, რისთვისაც 30 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ”საქმიან დილაში განაცხადეს". მათივე ინფორმაციით, კომპლექსს, რომელიც 200 ნომრიან სასტუმროს, 8 კოტეჯსა და სამედიცინო მომსახურების ობიექტს მოიცავს, კერძო პირი, თემურ თაბაგარი ააშენებს. ინვესტორმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 70 ათასი კვადრატული მეტრი არასასოფლო - სამეურნეო მიწის ფართი 525 ათას ლარად შეიძინა.

გათვალისწინებული პირობების მიხედვით, ინვესტორი ინვესტიციას 2 წელში განახორციელებს და 130 ადამიანს დაასაქმებს.