რუსეთში არყის წარმოება რეკორდულად შემცირდა

გასული წლის მონაცემების მიხედვით, რუსეთში არყის წარმოების რეკორდული ვარდნა შეინიშნება.

ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" როსსტატზე დაყრდნობით იუწყება. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, არყის წარმოება 22,3%-ით შემცირდა. 2014 წელს სულ 66,6 მილიონი დეკალიტრი არაყი იყო გამოშვებული. როგორც "კომერსანტთან" ინტერვიუს დროს, ალკოჰოლის ბაზრის ფედერალური და რეგიონალური კვლევის ცენტრის დირექტორმა, ვადიმ დრობიზმა აღნიშნა, ასეთი მკვეთრი დაცემა რუსეთის თანამედროვე ისტორიის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.