”ლუკოილი” საწვავზე ფასებს ამცირებს

”ლუკოილში” ყველა ტიპის საწვავზე ფასები კიდევ 5 თეთრით შემცირდა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს: სუპერი - 1.87 ლარი, პრემიუმ ავანგარდი - 1.79, ევრო რეგულარი - 1.64, ევრო დიზელი - 1.79, ხოლო დიზელი 1.64 ლარი ღირს.

”ლუკოილის” ცნობით, საწვავის ტალონით ან პლასტიკური ბარათით შეძენისას, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, ისარგებლებენ ფასდაკლების აქციით - მითითებულ ფასებს მინუს 10 თეთრი. აქცია ვრცელდება სამი ტიპის საწვავზე - სუპერზე, პრემიუმ ავანგარდსა და ევრო დიზელზე. მინიმალური შენაძენი - 100 ლიტრი.