რა ქონებას ფლობს რუსეთის პრეზიდენტი?

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია "სიენენის" ეთერში საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital-ის ხელმძღვანელმა, ბილ ბრაუდერმა გააკეთა. მისივე თქმით, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში, ან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მაინც, რომელიც იმ მილიარდობით დოლარს ფლობს, რომლებიც მან რუსეთს მოჰპარა.

"ვფიქრობ, მისი ქონება 200 მილიარდ დოლარს მაინც შეადგენს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის 14 წელია ხელისუფლების სათავეშია, და იმას, თუ რა თანხები არ დაიხარჯა ქვეყნისთვის, სკოლებისთვის, გზებისთვის, საავადმყოფოებისთვის, ასევე იმას, თუ რა ანგარიშებს, აქციებს და ჰედჯფონდებს ფლობს ის და მისი ახლობლები", - განაცხადა ბრაუდერმა.

თავად ვლადიმერ პუტინმა 2014 წლის დეკემბერში შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მან არ იცის მისი ქონების ზუსტი რაოდენობა. აპრილის მონაცემებით კი მან 2013 წლის განმავლობაში დაახლოებით 3 673 მილიონი რუბლის გამომუშავება შეძლო, რაც 2012 წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონი რუბლით ნაკლებია.