გარემოს დაცვის სამინისტრომ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვის სამინისტრომ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, 20 კუბური მეტრი საშეშე მექრანი უკანონოდ მოიპოვეს. "გარემოს დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევებმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, 20 კუბური მეტრი საშეშე მექრანი უკანონოდ მოიპოვეს. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს", - აცხადებენ უწყებაში.