ხუთი რჩევა წარმატებული ბიზნეს ქალბატონებისგან

”ყველანაირი ნიჭი უსარგებლოა მძიმე შრომის გარეშე”

ამერიკული ბიზნეს გამოცემა Fortune-ის ვერსიით, ბიზნესში ყველაზე გავლენიანი და წარმატებული ქალბატონების პირველ ხუთეულში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მსხვილი კორპორაციების ტოპ-მენეჯერები მოხვდნენ, რომლებიც ასობით ათას თანამშრომელს ხელმძღვანელობენ. ხუთივე ეს ქალბატონი თავიანთი კომპანიების ისტორიაში პირველი ქალი-ხელმძღვანელები არიან. ისინი რჩევებს უზიარებენ ადამიანებს, ვისაც სურს, კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიოს.

ვირჯინია რომეტი, 57 წლის

IBM-ის გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე:

”ნუ შეგეშინდებათ გარისკვის. გარისკეთ, როცა ამის საჭიროება იქნება! ისწავლეთ და გამოიტანეთ დასკვნები საკუთარი შეცდომებისგან”.

მერი ბარრა, 52 წლის

”ჯენერალ მოტორსის” გენერალური დირექტორი:

”ყველანაირი ნიჭი უსარგებლოა მძიმე შრომის გარეშე. თუ გიყვართ თქვენი სამუშაო და მისი შესრულებისას ბოლომდე იხარჯებით, ეს აუცილებელად მოგიტანთ დიდ წარმატებას”.

ინდრა ნუიტი, 59 წლის

PepsiCo-ს გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თამჯდომარე:

”შეეცადეთ, ცხოვრების თანამგზავრად აირჩიოთ ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით იქნება ყველაზე რთულ პერიოდებშიც - წარმატებული კარიერისკენ სავალ გზაზე მათი თანადგომა ძალიან დაგჭირდებათ”.

მერილ ჰიუსონი, 60 წლის

Lockheed Martin-ის გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

”ბევრი ადამიანი ცდილობს ყველაფრის იდეალურად გაკეთებას და იმის შიშით, რომ რაღაც ვერ გამოუვათ, საერთოდ არაფერს აკეთებენ. გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან. ყოველდღიურად ისწავლეთ რაღაც ახალი. ნუ ისწრაფვით ზედმეტი იდეალურობისკენ - შეასრულეთ თქვენი საქმე იმდენად კარგად, რამდენადაც შეგიძლიათ”.

ელენ კულმანი, 58 წლის

Du Pont-ის გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

”შეცდომები ყოველთვის იქნება. მაგრამ უნდა ვისწავლოთ... მჯერა, რომ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც არ ჩერდებიან და მუდმივად ისწრაფვიან ახლის სწავლისკენ, წარმატებას მიაღწევენ. საკუთარ თავს გამოწვევები უნდა დაუსახოთ”.