რუსული კომპანია საქართველოში სათამაშო ბიზნესის წამოწყებას გეგმავს

ჰოლდინგი "ტრიო ჯგუფი" საქართველოში სათამაშო ბიზნესის წარმოებისთვის ქართული ლიცენზიის მოპოვებას აპირებს.

ამის შესახებ ჰოლდინგში შემავალი "პირველი ბუქმექერული კომპანიის" წარმომადგენელმა მაქსიმ ბაევმა Betting Business Russia-ს განუცხადა.

"ქართული ბაზარი ძალიან გვაინტერესებს, რადგან დაშვებულია როგორც სათამაშო, ასევე ბუქმექერული ბიზნესი. ჩვენ ვხედავთ ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივებს. ამ ეტაპზე ვეძებთ პარტნიორებს პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ, შემდეგ კი საკუთარ ლიცენზიას მოვიპოვებთ", - აღნიშნა მაქსიმ ბაევმა.