თემურ ჭყონია ბიზნეს პარტნიორს ეძებს

ვეძებ გონებრივ პარტნიორს და არა - ფინანსურს. მინდა დავნერგო საქართველოში ტექნოლოგიები, რომ ვაწარმოო ბრენდების სარეკლამო მასალა. ამის შესახებ "კოკა-კოლას" პრეზიდენტმა "პალიტრა ტვ"-ს  გადაცემა "ბიზნეს-პრესს"-ში განაცხადა, რომელიც ყოველ ორშაბათს 22:30 წუთზე გადის. ჭყონიას თქმით, მსოფლიოში 100 ცნობილი ბრენდი წელიწადში 500 მილიარდ დოლარს ხარჯავს სარეკლამო ინვენტარზე.

"ვეძებ გონებრივ პარტნიორს და არა - ფინანსურს, რომ გამოვუშვათ "მერსედესის", "ნაიკის", "კოკა-კოლას", "მაკდონალდსის", "მაიკროსოფტის", მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სარეკლამო მასალა, რომ მოვედოთ მსოფლიოს. ჩვენ ჩაკეტილები ვართ. ვიზები აღარ გაიცემა, უცხოელების შემოსვლა შეზღუდულია. ჩავიკეტეთ, ვლაპარაკობთ მარტო ჩვენთან და დამთვარდა. ესე ქვეყანა ვერ განვითარდება", - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

მისივე თქმით, საქართველოში კონცენტრაცია არის ქართულ ღვინოზე, ჭოპორტის პომიდორზე, სულგუნზე, რომელიც არ ყოფნის საქართველოს. "არც ჭოპორტის პომიდორი გვყოფნის და გვგონია, ამის მიზეზი ის არის, რომ ქარხნებს საკმარისი წარმოება არ აქვთ. ის ტექნოლოგიები, რომლებიც წეღან ვახსენე, ის სიმძლავრეები საქართველოში არ არსებობს. არ არის ეს პროდუქცია და ექსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ქვეყნისათვის, რომ საექსპორტო პროდუქცია შექმნა. ახლა ამბობენ, ევროპის ბაზარი გახსნილიაო. ევროპის ბაზარი არასდროს იყო დახურული, თუ კარგი პროდუქცია გაქვს, ყოველთვის არის ღია. თუ პროდუქცია არ გაქვს, გინდა გახსენი, გინდა გააღე და გინდა შეგიშვან. ჩვენი პროდუქცია არ გაიყიდება, გაფუჭდება და გამოგაგდებენ უკან. ეს 500 მილიარდი არის ის ტექნოლოგიები, რომლებიც უნდა დაინერგოს საქართველოში, აწარმოო ბრენდების სარეკლამო მასალა და მთელ მსოფლიოს მოედო", - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

იხილეთ გადაცემა