დიდ ბრიტანეთში მილიონერი ქალების რიცხვი გაიზარდა

"გარდიანის" ინფორმაციით, ქვეყანაში თითქმის მესამედით გაიზარდა იმ ქალბატონების რაოდენობა, რომელთა შემოსავალიც 1 მილიონ ფუნტს აჭარბებს.

ამასთან ერთად, Radius Equity-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მილიონერი ქალების რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მილიონერი მამაკაცების.

2014 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, დიდ ბრიტანეთში 77 ათასმა ქალბატონმა გადაწყვიტა, თვითონ გამხდარიყო "საკუთარი თავის უფროსი" და გაძღოლოდა კომპანიას, რაც 5,6 პროცენტით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე.

"გარდიანის" ცნობით, გენდერული უთანასწორობა დიდ ბრიტანეთში მაინც დიდია, ვინაიდან ქვეყანაში ქალები ბიზნესის მხოლოდ 18%-ს ფლობენ.