ფუნტმა ევროსთან მიმართებაში შვიდწლიან მაქსიმუმს მიაღწია

ბრიტანულმა ფუნტმა ევროსთან მიმართებაში შვიდწლიან მაქსიმუმს მიაღწია.

ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების შეძენის თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან ერთ დღეში, ბრიტანული ფუნტის კურსი 1%-ით გაიზარდა და ევროსთან მიმართებაში მისმა ღირებულებამ 1,40 ევრო შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2007 წლის დეკემბრის შემდეგ.

"ბიბისის" ცნობით, გასულ წელს ერთი ფუნტის ღირებულება 1,205 ევრო იყო.

ფინანსური ანალიტიკოსების აზრით, ფუნტთან მიმართებაში ევროს კურსის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი ევროზონიდან საბერძნეთის შესაძლო გასვლაა.