სვანურ სამზარეულოს, სვანური ქუდისა და საკრავის დამზადების ტექნოლოგიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სვანური ქუდისა და სვანური საკრავის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოში გავრცელებულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ელემენტს მიენიჭა. ამ ჩამონათვალშია სვანური ხალხური საკრავის "ჭუნირის" დამზადების ტრადიციული მეთოდი; სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია; სვანური სამზარეულო - ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი; სვანური სამზარეულო - კუბდარის დამზადების ტრადიციული მეთოდი; სვანური სამზარეულო - სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი და სვანური სამზარეულო - თაშმჯაბის დამზადების ტრადიციული მეთოდი.