რუსეთის შემოსავლები 42 პროცენტით შემცირდა

რუსეთის გაზისა და ნავთობის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები თითქმის 42 პროცენტით შემცირდა.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში რუსეთმა 19.641 მილიონი ტონა ნავთობის და 14,6 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის ექსპორტი განახორციელა. გაზის გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა იანვარში 4.02 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,5 პროცენტით დაბალია. გაზის ექსპორტის რაოდენობა შემცირდა როგორც დსთ-ს წევრ, ასევე არაწევრ ქვეყნებში. 2014 წელს კი ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, რუსეთმა 172,6 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა, რითიც ბიუჯეტს 54,73 მილიარდი დოლარი შემატა.