როგორ გამოიყურება რუსეთის შემადგენლობაში ”გადასული” ფინური ქალაქები

ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან 75 წლის შემდეგ,  ფინეთის ყოფილი ქალაქები თითქმის სრულად განადგურებულია.

1939 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ ფინეთზე თავდასხმის შემდეგ, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ფინელები შეუპოვრად დაიცავდნენ თავიანთ დამოუკიდებლობას. თუმცა, ამ პატარა ქვეყანამ საოცარი შეუპოვრობა გამოიჩინა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ. ფინეთსა და საბჭოტა კავშირის შორის რამდენიმეთვიანი სისხლიანი ომის შემდეგ, ჰელსინკსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად ფინეთმა დამოუკიდებლობის შენარჩუნების სანაცვლოდ კარელიის, ლაპლანდიისა და კოლსკის ნახევარკუნძულის ნაწილის დაკარგვა აღიარა. შეთანხმების თანახმად, რამდენიმე ფინური ქალაქი საბჭოთა კავშირს ერგო. ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან 75 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი ძველი ფინური ქალაქები ფატობრივად, სრულად განადგურებულია. bpn

საიტი vlada.io ფინეთის ყოფილი ქალაქებისა და სოფლების ფოტოებს აქვეყნებს.

პეჩენგა

bpnასე გამოიყურება ერთ დროს ფინური სოფელი პეტსამო. სოფლის მახლობლბად განთავსებულია სამხედრო ნაწილი, რომელშიც განთავსებულია ჩრდილოეთ ფლოტის 61-ე საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილი, რომლებიც უკრაინაში, უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ იბრძვიან.

ნიკელი და ზაპოლიარნი

ეს ტერიტორიაც ეს დროს ფინეთის შემადგენლობაში იყო, თუმცა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ”შეუერთდა”. სოფელ ნიკელსა და ქალაქ ზაპოლიარნის ერთმანეთისგან ფოლადის საამქროები ჰყოფს. bpn

კოვდორი

ფინეთის საზღვართან კიდევ ერთი რუსული ინდუსტრიული ქალაქი კოვდორია. თუმცა, ქალაქში ბიზნესის თითქმის საერთოდ არ არის განვითარებული და ადგილობრივ ბიუჯეტში მცირე ბიზნესის წილი მხოლოდ 1%-ია.

კანდალაკშა

კიდევ ერთი პატარა ქალაქი, რომელიც თითქმის სრულად გაჩანაგებულია.