მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი დოლარის ინდექსის გამყარების გამო დაეცა.

დღევანდელი დილის მონაცემებით, ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფასი 2,1 დოლარით, ანუ 0,18%-ით დაეცა და უნციაზე მისმა ღირებულებამ 1182,5 დოლარი შეადგინა. 1,02%-ით დაეცა ვერცხლის ფასი, რომელმაც უნციაზე 16,71 დოლარი შეადგინა ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე.

”როიტერის” ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასიც დაეცა. დღევანდელი დილის მონაცემებით, ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 0,635-ით შემცირდა და ბარელზე 54,79 დოლარი შეადგინა. გაიაფდა ტეხასის ნედლი ნავთობიც - WTI-ის ნავთობზე ფასი 1,25%-ით დაეცა და ბარელზე მისმა ღირებულებამ 45,99 დოლარი შეადგინა.

ნავთობზე ფასების ვარდნაზე ნეგატიურად აისახა ოპეკ-ში საუდის არაბეთის წარმომადგენლის, მოჰამედ ალ-მადის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ნავთობზე ფასი უწინდებურ მაჩვენებელს აღარ დაუბრუნდება და 100 დოლარს აღარ გადააჭარბებს.