რუსეთმა სერბეთიდან შესაძლოა, ხილის იმპორტი აკრძალოს

რუსეთმა სერბეთიდან შესაძლოა, ხილის იმპორტი აკრძალოს.

ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სანიტარული სამსახურის ცნობით, სერბეთი რუსეთში პოლონური ვაშლის რეექსპორტირებაშია ეჭვმიტანილი.

პოლონეთი ევროკავშირის წევრია, მოსკოვმა კი ევროკავშირის ქვეყნებიდან ხილის იმპორტი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში აკრძალა. რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგო ევროპული ხილის გარდა, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციასაც შეეხო.