დიდ ბრიტანეთში ინფლაცია რეკორდულ მაჩვენებლამდე შემცირდა

ქვეყნის ნაციონალური სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებით, თებერვალში ინფლაციამ დიდ ბრიტანეთში 0% შეადგინა.

"ბიბისის" ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკაში მსგავსი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა 1988 წლის შემდეგ, როცა დიდი ბრიტანეთის ნაციონალურმა სტატისტიკურმა სამმართველომ ყოველთვიურად დაიწყო სამომხმარებლო ფასების ინდექსის შედგენა.

იანვარში დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ 0,3% შედგინა, ამასთან ერთად ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე, კომპიუტერულ ტექნიკასა და სხვა საქონელზე ფასებმა ვარდნა დაიწყო. "ბიბისის" ცნობით, ანალიტიკოსები თებერვალში ინფლაციის 0,1%-მდე ვარდნას ვარაუდობდნენ.