ბათუმის მაკდონალდსი მომავლის შენობებს შორის დასახელდა

ქართველი არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის დაპროექტებული ბათუმის მაკდონალდსი TED გალერიის, მომავლის არქიტექტურის ათ შენობას შორის მოხვდა.

ბათუმის ფუტურისტული დიზაინის მქონე მაკდონალდსის შენობის კომპლექსში ასევე შედის ბენზინგასამართი სადგური, ბაღი და მინებით შემოფარგლული არე.

”არქიტექტურაში ახალ ეპოქაში შევდივართ - ეპოქაში, როდესაც გვინდა, რომ შენობები მხოლოდ თავშესაფარი არ იყოს”, - წერს არქიტექტორი, შენობების ათეულის ავტორი მარკ კუშნერი. ათეულში ასევე მოხვდა ნორვეგიის სოფელ იერკინში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე განთავსებული პავილიონი, რომლის მთავარი მისია ჩრდილოეთ ირმებზე, განთიადსა და მზის ჩასვლაზე დაკვირვების მოყვარულთა მიღებაა.

მომავლის შენობებს შორის დასახელდა ესპანეთის ქალაქ სევილიაში მდებარე მსოფლიო ყველაზე დიდი ხის კონსტრუქცია. გერმანელი არქიტექტორის იურგენ მაიერ-ჰერმანის მიერ დაპროექტებულ შენობას ”მეტროპოლის ქოლგა” ეწოდება. სამეულში შევიდა პორტუგალიის ქალაქ ალკაბიდეშეში მდებარე სოციალური კომპლექსიც.

იხილეთ ფოტოგალერეა