ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმმა გარკვეული პრობლემები შექმნა ინვესტორების და ტურისტების შემოსვლაში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, სავიზო რეჟიმმა გარკვეული პრობლემები შექმნა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ინვესტორების და ტურისტების შემოსვლაში.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სავიზო რეჟიმის გამარტივებას გამოეხმაურა. "ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გამარტივდეს სავიზო რეჟიმი გარკვეული მიმართულებით. მათ შორის შემოიღოს ელექტრონული ვიზები. ელექტრონული ვიზები უკვე დარეგისტრირებულია და რეალურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი მუშაობენ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.