კახა კალაძე ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებას წელს არ ვარაუდობს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებას წელს არ ვარაუდობს.

როგორც კალაძემ მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იქამდე შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.  "ეს არის ძალიან მსხვილი პროექტი და გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება მომზადდეს სათანადოდ, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია. ეს პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე. იქნება შეხვედრები ექსპერტებთან, თვითონ გარემოს დაცვის სამინისტროში, მოსახლეობასთან. რაც შეეხება მშენებლობას, გამიჭირდება საუბარი, რომ ეს წელს მოხდება, მაგრამ დაიწყება, როცა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები გატარდება", - აღნიშნა კალაძემ.