თბილისში მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ იმსჯელეს

სასტუმრო "ტიფლის პალასში" მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ მსჯელობა გაიმართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტის - "მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გარემოსთვის მისაღები ქმედებების ხელშეწყობა" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.

უწყების ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში 400-მდე საწარმოს კვლევის ჩატარებას და რეკომენდაციების შემუშავებას. პროექტი - "ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფინანსური მხარდამჭერი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაა.

შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.