საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ უერთდება

საბერძნეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ უერთდება.

ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა.  "ჩვენ არ ვეთანხმებით სანქციებს, მიმაჩნია, რომ ეს არის გზა არსაითკენ. მე მხარს ვუჭერ მოსაზრებას დიალოგისა და დიპლომატიის საჭიროების შესახებ. აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მთავარი პრობლემების შესახებ გამოსავლის მოძებნა", - განაცხადა ციპრასმა.

საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ათენისთვის რუსეთი შესაძლოა, კარგი ინვესტორი გახდეს მაშინ, როდესაც საბერძნეთის ეკონომიკა მძიმე ვითარებაშია. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ათენი რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს იმისათვის, რომ საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკებების პროცესში პოზიციები გაიმყაროს.