რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ინფლაცია

მსოფლიოს მასშტაბის ინფლაციის ვარდნა, გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ ტენდენციად იქცა. თუმცა არიან ქვეყნები, სადაც ინფლაციამ კატასტროფულ დონეს მიაღწია.

უკრაინის ნაციონალური ბანკის მიერ მარტში გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყნის წლიურმა ინფლაციამ 34,5%-ს მიაღწია, რაც ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, საპირისპირო მონაცემებს აქვეყნებს ამერიკის კვლევითი ინსტიტუტი Cato Institute. როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი და ჯონ ჰოპკინსის პროფესორი სტივ ჰანკე აცხადებს, უკრაინაში ინფლაციის დონემ რეალურად 133%-ს მიაღწია, რაც ოთხჯერ მეტია უკრაინის ნაციონალური ბანკის ოფიციალურ მონაცემებზე. კატონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული "პრობლემური ვალუტების სიის" მიხედვით, უკრაინა ამ მაჩვენებლით ბევრით არ ჩამოუვარდება ვენესუელას, სადაც ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 271% შეადგინა, ოფიციალური მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 64%-ს უდრის. სტივ ჰანკეს განცხადებით, ამ მაჩვენებლით ვენესუელა ინფლაციის დონის მხრივ მსოფლიო ლიდერია.

კატონის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფლაცია ასევე მაღალია სირიაში, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. სტივ ჰანკეს განცხადებით, სირიაში ინფლაცია 59%-ს აღწევს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე მხოლოდ 3,7%-ია. სტივ ჰანკეს თქმით, ვალუტის კრიზისს ძირითადად, შავ ბაზარზე არსებული ბუმი და მაღალი არასტაბილურობა იწვევს.

"არასტაბილურობის ზრდა მსოფლიო მასშტაბით დოლარი-ევროს კურსის რყევამ განაპირობა, რაც გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია", - აღნიშნავს სტივ ჰანკე.

კატონის უნივერსიტეტი ასევე აქვეყნებს მსოფლიო ქვეყნების ვალუტების არასტაბილურობის მაჩვენებელს აშშ-ის დოლართან, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ჩარტში.

bpn