EBRD-ის ხელშეწყობით საინვესტიციო საბჭოს შექმნა იგეგმება

EBRD-ის ხელშეწყობით საინვესტიციო საბჭოს შექმნა იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

EBRD -ის ხელშეწყობით და მათი რეკომენდაციით ჩვენ ვაპირებთ საინვესტიციო საბჭოს შექმნას. ეს არის მათი მოთხოვნა, ეს არ გულისხმობს არც ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციების შეთავსებას, არც რომელიმე სხვა სამინისტროს ფუნქციების შეთავსებას, ეს არის რეკომენდაცია და მოხდება არა მხოლოდ სამინისტროების შეხვედრა, არამედ ჩართულობა მთავარი ინვესტორების და ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არის EBRD და სხვა ორგანიზაციები", - განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს გაიმართა ადამიანის უფლებთა დაცვის საბჭოს სხდომა. "ეს საბჭო აერთიანებს არა მხოლოდ მთავრობას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელიც არის ჩართული ამ საკითხებზე სამუშაო პროცესში", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.