საბერძნეთში შესაძლოა ეროვნული ვალუტა შემოიღონ

არ არის გამორიცხული, საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კვლავ დააბრუნოს დრაჰმა

თუ საბერძნეთი ევროპასთან ფინანსური დახმარების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ევროს პარალელურად, ეროვნული ვალუტა შემოიღონ.

ბრიტანული "ტელეგრაფის" ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ საბანკო სისტემის ნაციონალიზაციისა და ევროს პარალელური ვალუტის შემოღების რადიკალური გეგმა მოამზადა.

გამოცემის ცნობით, არ არის გამორიცხული, საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კვლავ დააბრუნოს დრაჰმა, რომელიც ევროზონაში გაწევრიანების შემდეგ, 2001 წელს მიმოქცევიდან ამოიღეს. ექსპერტთა განცხადებით, პენსიებისა და ხელფასების გაცემა სწორედ დრაჰმაში მოხდება.

რამდენიმე კვირის წინ საბერძნეთმა კრედიტორებს განუცხადა, რომ 9 აპრილიდან ვალებს ვეღარ გადაიხდის.