რა ღირს საწვავი ევროპაში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 0,01 ევროთი გაიზარდა

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 0,01 ევროთი გაიზარდა და შეადგენს საშუალოდ 1,25 ევროს. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,62 ევრო (დაახლოებით 1,52 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,56 ევრო (დაახლოებით 1,38 ლარი), დიზელის საწვავი - 0,55 ევრო (დაახლოებით 1,35 ლარი).

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,86 ევროს (დაახლოებით 4,57 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,78 ევროს (დაახლოებით 4,37 ლარი), დიზელის საწვავი - 1,62 ევროს (დაახლოებით 3,98 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,79 ევროს (დაახლოებით 4,40 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,67 ევროს (დაახლოებით 4,10 ლარი), დიზელის საწვავი - 1,56 ევროს (დაახლოებით 3,83 ლარი); ხოლო ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,75 ევროს (დაახლოებით 4,30 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,69 ევროს (დაახლოებით 4,15 ლარი), დიზელის საწვავი - 1,35 ევროს (დაახლოებით 3,32 ლარი).

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,92 ევროს (დაახლოებით 2,26 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,86 ევროს (დაახლოებით 2,11 ლარი), დიზელის საწვავი - 0,82 ევროს (დაახლოებით 2,02 ლარი); აზერბაიჯანში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,90 ევროს (დაახლოებით 2,21 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,04 ლარი), დიზელის საწვავი - 0,53 ევროს (დაახლოებით 1,30 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,87 ევროს (დაახლოებით 2,14 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,81 ევროს (დაახლოებით 1,99 ლარი), დიზელის საწვავი - 0,84 ევროს (დაახლოებით 2,06 ლარი); მოლდოვაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,90 ევროს (დაახლოებით 2,21 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,87 ევროს (დაახლოებით 2,14 ლარი), დიზელის საწვავი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,04 ლარი).

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,94-1,99 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,84-1,89 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,68-1,82 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,71-1,74 ლარი; ევრო დიზელი - 1,84-1,89 ლარი.

საერთაშორისო ფასები პლაცის მიხედვით, რომლითაც ხორციელდება საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში იანვრის შუა რიცხვებიდან დღემდე საერთაშორისო ფასი მომატებულია საშუალოდ 124 დოლარით ტონაზე. ასევე მნიშვნელოვანადაა დაცემული ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში. ყოველივე ამის გამო მოხდა ბოლო 1 თვეში ჩვენს საცალო ქსელში ყველა კატეგორიის საწვავის ფასის მატება საშუალოდ 8-10 თეთრით ლიტრაზე.

იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი რიგ ქვეყნებში აპრილის თვის პირველი რიცხვების მდგომარეობით.

ქვეყანა   ბენზინი-95    ბენზინი-98  დიზელი

რუსეთი      0,56 ევრო (1,38 ლ)     0,62 ევრო (1,52 ლ)            0,55 ევრო (1,35 ლ)

აზერბაიჯანი   0,83 ევრო (2,04 ლ)   0,90 ევრო (2,21 ლ)            0,53 ევრო (1,30 ლ)

უკრაინა        0,81 ევრო (1,99 ლ)    0,87 ევრო (2,14 ლ)             0,84 ევრო (2,06 ლ)

სომხეთი       0,86 ევრო (2,11 ლ)       0.92 ევრო (2,26 ლ)          0,82 ევრო (2,02 ლ)

მოლდოვა     0,87 ევრო (2,14 ლ)     0.90 ევრო (2,21 ლ)           0,83 ევრო (2,04 ლ)

ლატვია          1,11 ევრო (2,73 ლ)      1,16 ევრო (2,85 ლ)          1,09 ევრო (2,68 ლ)

ლიტვა           1,16 ევრო (2,85 ლ)       1,20 ევრო (2,95 ლ)          1,08 ევრო (2,65 ლ)

საბერძნეთი    1,51 ევრო (3,71 ლ)       1,65 ევრო (4,06 ლ)          1,22 ევრო (3,00 ლ)

ნორვეგია       1,78 ევრო (4,37 ლ)       1,86 ევრო (4,57 ლ)          1,62 ევრო (3,98 ლ)

ნიდერლანდები     1,69 ევრო (4,15 ლ) 1,75 ევრო (4,30 ლ)         1,35 ევრო (3,32 ლ)

თურქეთი       1,57 ევრო (3,86 ლ)       1,57 ევრო (3,86 ლ)          1,33 ევრო (3,27 ლ)

იტალია          1,67 ევრო ( 4,10 ლ)      1,79 ევრო (4,40 ლ)          1,56 ევრო (3,83 ლ)

გერმანია        1,44 ევრო ( 3,54 ლ)       1,49 ევრო (3,66 ლ)          1,22 ევრო (3,00 ლ)

საფრანგეთი   1,41 ევრო ( 3,47 ლ)       1,46 ევრო (3,59 ლ)           1,20 ევრო (2,95 ლ)

ესპანეთი       1,26 ევრო ( 3,10 ლ)       1,38 ევრო (3,39 ლ)            1,15 ევრო (2,83 ლ)