ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2505 ლარი გახდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2505 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 7 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2505 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2574 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0069 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 7 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4722 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4576 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0146 ლარი შეადგინა.