ვიეტნამი ევრაზიული კავშირის წევრი ხდება

ვიეტნამი შესაძლოა, ევრაზიული კავშირის შეთანხმებას შეუერთდეს და მასზე ხელმოწერა მიმდინარე წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი.

ამის შესახებ "დოიჩე ველე" ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რომელიც ვიზიტით ვიეტნამში იმყოფება, ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და დოკუმენტი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ საბოლოო სტადიაზეა.

ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის ნგუე ტან ზუნგას განცხადებით, შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, 2015 წლის პირველ ნახევარში მოეწეროს.