საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეამცირა.

ამის შესახებ ფონდის ანგარიშში "მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზი" არის ნათქვამი. ამასთან ერთად, სსფ-ის პროგოზით, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა - 2,4%, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა - 4,3%-ით.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია აღნიშნული, ნავთობზე ფასების ვარდნა, ევროს დასუსტება და დაბალი საპროცენტო განაკვეთების წყალობით, ევროზონაში ეკონომიკის ზრდა არის მოსალოდნელი.

სსფ-ის ექსპერტები ევროზონაში მიმდინარე წელს 1,5%-იან ზრდას ვარაუდობენ, რაც იანვრის პროგნოზთან შედარებით, 0,3%-ით მეტია.