სოფელ ჯანდარაში ხვალ შპს "აგროინვესტ 146"-ის სამაცივრე კომპლექსი გაიხსნება

მარნეულში, სოფელ ჯანდარაში ხვალ შპს "აგროინვესტ 146"-ის სამაცივრე კომპლექსი გაიხსნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვგან აბდულაევი, ქვემო ქართლის რეგიონში რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

შპს "აგროინვესტ 146"-ის სამაცივრე მეურნეობა ქვემო ქართლის რეგიონს მოემსახურება. კომპლექსი 2 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და გათვლილია 2100 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტსა და 1000 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე. სამაცივრე მეურნეობაში დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება.

კომპლექსის საერთო ღირებულება 7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.