იტალიის პრემიერი ევროკავშირს მოუწოდებს, აფრიკიდან არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას

იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი ევროკავშირს მოუწოდებს, აფრიკიდან არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

"ბიბისის" ცნობით, მატეო რენციმ აფრიკიდან მიგრაციას "კონტინენტის გასაჭირი" უწოდა. ბოლო დროს თანდათან უფრო მეტი ჩრდილოაფრიკელი ცდილობს ევროპამდე მიღწევას ზღვის გავლით, რა დროსაც ათასობით მიგრანტი იღუპება. ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც ბორანი, რომელზეც 700-მდე მიგრანტი იმყოფებოდა ჩაიძირა. მხოლოდ 28 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

იტალიის პრემიერის განცხადებით, ყველაზე დიდ პრობლემას ლიბია წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ ლიბიელები შეადგენენ 90 პროცენტს იმ მიგრანტებისა, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერები შეხვედრის გამართვას გეგმავენ.