ევროკომისიამ არალეგალური იმიგრაციის აღმოსაფხვრელად 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

ევროკომისიამ არალეგალური იმიგრაციის აღმოსაფხვრელად 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომას დე მეზიერმა განაცხადა.

ხმელთაშუა ზღვის გავლით აფრიკიდან არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერების მიზნით, დაიგეგმა არაერთი ღონისძიება. კერძოდ, კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. ასევე უნდა გაძლიერდეს სანაპირო დაცვა. აღნიშნული გეგმა ევროკავშირის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა გუშინ ლუქსემბურში საგანგებო შეხვედრის დროს შეიმუშავეს.

ბოლო დროს თანდათან უფრო მეტი ჩრდილოაფრიკელი ცდილობს ევროპამდე მიღწევას ზღვის გავლით, რა დროსაც ათასობით მიგრანტი იღუპება. ბოლო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, რა დროსაც ბორანი, რომელზეც 700-მდე მიგრანტი იმყოფებოდა ჩაიძირა და მხოლოდ 28 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.