სასამართლო დავები ბათუმის ტერმინალის გარშემო შეწყდა

2015 წლის 23 აპრილს „ბათუმი ტერმინალს ლიმიტედის“ (Batumi Terminals Limited) კომპანიათა ჯგუფმა, მათ შორის შპს “ბათუმის ნავთობტერმინალმა“ (Batumi Oil Terminal Limited) და კომპანია „პეტროტრანს ლიმიტედმა“ (Petrotrans Limited) ერთის მხრივ და უცხოური საწარმოს ფილიალმა “ვიბრო დიაგნოსტიკი“ (Vibro Diagnostik), რომელსაც ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე გააჩნია რეზერვუერები მსუბუქი და მძიმე ნავთობპროდუქტების გადატვირთვისათვის და კომპანია „ლიბრა ტრეიდინგმა“ (Libra Trading FZC), მეორეს მხრივ, მიაღწიეს შეთანხმებას და ამით წყვეტენ სასამართლო დავებს ბათუმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში ერთმანეთის მიმართ არსებულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ყველა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის ყადაღა და სხვა სახის შეზღუდვები, რომლებიც გამოყენებული იქნა კომპანიების მიმართ სასამართლო დავის პროცესში, გაუქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამასთან, შეთანხმების მონაწილე კომპანიები გამოხატავენ მზადყოფნას მომავალი ერთობლივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მიმართავენ ყველა ძალისხმევას, რათა გაზარდონ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვისა და ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით მათი გადატვირთვის მოცულობა.

(R)