ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში

ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი სხვადასხვა საშუალებით განისაზღვრება. უამრავი კვალიფიციური კვლევის ჩატარება შეიძლება ამა თუ იმ სფეროში იმის გასარკვევად, რამდენად ვითარდება ქვეყანა და რა მიღწევები აქვს მას. ამჯერად Ambebi.ge ექსპერტებისა თუ შესაბამის სფეროებში კვალიფიციური ადამიანების კომენტარებზე დაყრდნობით, უკანასკნელი ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბურ პროექტს გთავაზობთ, რომლებმაც ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, სოციოლოგიის, სამართლის, ტურიზმის, სპორტის, ინფრასტრუქტურისა და კონფლიქტების სფეროები მოიცვეს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს.

1. ეკონომიკა

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

მართალია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის მშენებლობა არ დასრულებულა, მაგრამ შეიძლება ჩაითვალოს, ამ მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად. ეს გეოპოლიტიკური დატვირთვის პროექტია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს, შორეულ პერსპექტივაში კი ცენტრალური აზიის ქვეყნებს, თურქეთთან და ევროპასთან სახმელეთო ტრანსპორტით დაკავშირება შეეძლებათ. ფაქტობრივად, ეკონომიკური კავშირები უფრო სტაბილური, მყარი და შეუქცევადი ხასიათის იქნება. არა მხოლოდ დეკლარაციისა და მენტალობის დონეზე, არამედ, გეოგრაფიულადაც, საქართველო უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება ევროპას. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, საუბარია დაახლოებით მილიარდ დოლარზე. ხარჯების კუთხითაც ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. მომავალ წელს უკვე რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა დაიწყება ამ გზით და შედეგებიც მალე სახეზე იქნება.

2. ბიზნესი

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი, ალბათ, ანაკლიის პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ანაკლიის მშენებლობის უშუალო სამუშაოები არ დაწყებულა, ხელისუფლებამ დაგეგმა, ტენდერი გამოაცხადა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია რამდენიმე კუთხით: 1 - თავისი ფინანსური მასშტაბით; 2. ფუნქციონალური დატვირთვით; 3 - თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური კომპონენტების გათვალისწინებით, და 4 - ქვეყნის უსაფრთხოების საერთაშორისო უსაფრთხოების ქსელში ჩართვის თვალსაზრისით.

ანაკლიის პროექტი ძალიან დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ითვალიწინებს, მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, ბევრი ადამიანის დასაქმებას და აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო ბენეფიტებსაც. მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ჩვენ ამ პროექტის რეალიზაციით შესაძლებლობა გვექნება რეალობად ვაქციოთ საქართველოს, როგორც ე.წ. რეგიონალური დატვირთვის მქონე ჰაბის იდეა.

იხილეთ სრულად