თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები იწყება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის კაპიტალური შეკეთება დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მზადებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს.  მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით მოიხსნება არსებული საფარი და მოეწყობა ახალი, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან 15 ივლისის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თემქის დასახლებიდან ვარკეთილის დასახლების მიმართულებით, თბილისის ზღვის მარჯვენა-თერთმეტკილომეტრიან მონაკვეთზე. საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება თემქის დასახლებიდან ვარკეთილის მიმართულებით თბილისის ზღვის მარცხენა მონაკვეთზე.