ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვაჟა ფანჩულიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ადასტურებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაჟა ფანჩულიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ადასტურებს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ფანჩულიძე თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. "უწყების კანცელარიაში სულ ცოტა ხნის წინ შემოვიდა ვაჟა ფანჩულიძის განცხადება, რომელშიც ის სამინისტროს სთხოვს უშუამდგომლოს პრემიერ-მინისტრთან გადადგომასთან დაკავშირებით", - განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მათივე განმარტებით, ვაჟა ფანჩულიძის განცხადება პრემიერ-მინისტრს გადაეგზავნება.