გერმანიის რკინიგზის სამსახურის თანამშრომლები მასშტაბურ გაფიცვას იწყებენ

გერმანიის რკინიგზის სამსახურის "დოიჩე ბანის" თანამშრომლები მორიგ მასშტაბურ გაფიცვას იწყებენ. "ევრონიუსის" ცნობით, გაფიცვა სამგზავრო და სატვირთო მატარებლების რეისების შეფერხებას გამოიწვევს და ის შესაძლოა, იმაზე მეტხანს გაგრძელდეს, ვიდრე წინა 6-დღიანი გაფიცვა.  ბოლო 10 თვის განმავლობაში, ეს რიგით მეცხრე გაფიცვა იქნება.

"დოიჩე ბანის" თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამჯერად რეისების მხოლოდ მესამედი სრულდება. ეკონომისტების შეფასებით, პროტესტის შედეგად ყოველდღიურად გერმანია დაახლოებით 100 მილიონი ევროს ოდენობის ზარალს განიცდის.