მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად, რუისი-აგარისა და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ორგანიზაციის დაფინანსებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ამ დროისთვის 2 მონაკვეთის, რუისი-აგარისა და აგარა-ზემო ოსიაურის მშენებლობა მიმდინარეობს. რუისი-აგარის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა წელს დასრულდება.

აგარა-ზემო ოსიაურის 6-კილომეტრიან მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება. მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მათ მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.

სამუშაო შეხვედრები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.